კახეთი
Tuesday, April 19, 2011
კახეთი - ალავერდის ტაძარი
კახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი მხარეა კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიანი მთებით, მწვერვალებითა და უღელტეხილებით, ვაკეებით, ველ-მინდვრებითა და ნახევრად უდაბნო ადგილებით. იგი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარეობს. კახეთს ჩრდილოეთიდან რუსეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან კი აზერბაიჯანი.
საოცარი სანახავია კახეთის კავკასიონი, ციცაბო ფერდობებით რომ ეშვება ალაზნის ვაკეზე.
კახეთი უძველესი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონია საქართველოში. აქ მრავალი ჯიშის ყურძენი ხარობს და შესაბამისად, მრავალფეროვანი და მაღალხარისხიანი ღვინოებიც მზადდება.
კახეთი გამოირჩევა ღირსშესანიშნაობების სიმრავლით.
კახეთში თუ მოხვდებით პირველრიგში უნდა მოინახულოთ ალავერდის მონასტერი.
„ყველაზე დიდებული ნაშთი და მოწმე კახელთა ძლიერის სარწმუნოებისა და
ხელოვნებისა უწინდელ დროში არის ალავერდის ტაძარი“ (იაკობ გოგებაშვილი)
„ალავერდი“ თურქულ-არაბული წარმოშობის სიტყვაა და „ღვთისგან ნაბოძებს“ ნიშნავს. ეს ცნება ნაყოფიერებასა და მოსავალთან იყო დაკავშირებული, ამიტომ იმ ქვეყნებში, სადაც უმთავრესად მიწათმოქმედებას მისდევდნენ (მათ შორის საქართველოსა და სომხეთში), ეს სახელი დღესაც ჰქვია რამდენიმე დასახლებულ ადგილს. მათ შორისაა კახეთში, ალაზნის ველზე, მდებარე სოფელი ალავერდი. სხვა მეცნიერთა ვერსიით, სწორედ მან მისცა სახელი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქართულ მართლმადიდებლურ ცენტს - ალავერდის სამონასტრო კომპლექსს.
ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანდა მომხდურთაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაცია ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV საუკუნეში, მომხდარა. ამ დროს თავიდან აუშენებიათ ჩამოქცეული გუმბათის ყელი და კედლების ნაწილები. თავდაპირველად ტაძარი უფრო დაბალი ყოფილა, აღმდგენელ ხუროთმოძღვარს კი მისი ეპოქისათვის დამახასიათებელი მაღალი გუმბათი დაუშენებია, რის გამოც ალავერდის ტაძარი ყველაზე მაღალი ნაგებობა გახდა საქართველოში (მისი სიმაღლე 50 მეტრია). მეფე ალექსანდრეს ტაძრისათვის უხვად შეუწირავს ყმები და მამულები.
ალავერდის კომპლექსი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებისაგან შედგება. აქ იყო ეპისკოპოსის სასახლე, სატრაპეზო, სამრეკლო, მარანი, აბანო და სხვ. აქვეა 1615 წელს აშენებული ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე.
ხანძრებმა და მიწისძვრებმა დააზიანა ალავერდის ძველთაძველი მოხატულობა. ამ მიზეზით XIX საუკუნეში ეგზარქოსმა ევგენიმ კირით შეათეთრებინა ტაძრის გადარჩენილი ფრესკების დიდი ნაწილი.
ალავერდის ტაძარი XI საუკუნიდან კახეთის მეფეთა საძვალეა. იმდენად მყარი გახდა ეს ტრადიცია, რომ როცა ალექსანდრე II-ის შვილმა კონსტანტინემ შაჰ-აბასის ბრძანებით საკუთარი მამა და ძმა დახოცა, მათი თავმოკვეთილი ცხედრები ალავერდის ტაძარში დააკრძალვინა. აჯანყების დროს მოკლული კონსტანტინეც ქეთევან დედოფლის ბრძანებით ალავერდის ტაძარში დაკრძალეს, ავგუსტინელი ბერების მიერ ჩამოტანილი წამებით მოკლული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები კი თეიმურაზ I-ის ბრძანებით ალავერდის ტაძრის საკურთხევლის ქვეშ დაასვენეს.
თავდაპირველად ალავერდი მამათა მონასტერი იყო, XVIII საუკუნეში კი აქ დედათა მონასტერი დაარსდა, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდი საგანმანათლებლო და სამწიგნობრო საქმიანობის მძლავრი კერაც იყო. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ ქართველი მწერლები და კალიგრაფები, მათ შორის ფილიპე ალავერდელი, ზებედე მთავარეპისკოპოსი, ნიკიფორე ირბახი (ჩოლოყაშვილი), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი, კირიონ II და სხვ.
ალავერდის ტაძრის დღეობა, ალავერდობა, 27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე იწყება. ეს უძველესი ტრადიცია მოსავლის აღება-დაბინავებასთანაა დაკავშირებული და ტაძრის დამაარსებლის, იოსებ ალავერდელის, სახელზე იმართება. ალავერდობაზე ღამის თევით მოდიან მლოცველები გარეკახეთიდან, ქიზიყიდან, ერწო-თიანეთიდან, ფშავ-ხევსურეთიდან, თუშეთიდან, ქისტეთიდან, დაღესტნიდან. ძველად დღესასწაული სამი კვირა გრძელდებოდა.

Subscribe to:
Posts (Atom)